საფრანგეთის და სან ანტონიოს კალათბურთელმა ტონი პარკერმა, სლოვენიასთან მატჩში 27 ქულა ჩააგდო, სულ 952 დააგროვა და ევრობასკეტის ისტორიაში საუკეთესო მსროლელთა შორის, მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე, 1004 ქულით ბერძენი ნიკოს გალისია, ხოლო მეორეზე, გერმანელი დირკ ნოვიცკი 983 ქულით.
საფრანგეთის ნაკრების კალათბურთელს, ეროვნულ დონეზე უმაღლესი სინჯის მედალი ჯერ არ მოუგია და სურს, სლოვენიაში მიმდინარე ევრობასკეტზე, მისმა გუნდმა ოქროს მედალი აიღოს. დღეს, გვიან ღამით, ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტონი პარკერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"ესპანეთი კარგი წარსულის მქონე ნაკრებია. პაუ გასოლი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ბევრჯერ მიხუმრია მასთან და მითქვამს, რომ თუ ის მის თაობაში არ იქნებოდა, მე უფრო მეტ ოქროს მედალს მოვიგებდი. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ესპანეთი ევროპაში საუკეთესო გუნდია. რაც მე ნაკრებში ვარ, ტურნირებზე უკვე მეხუთე ნახევარფინალურ მატჩს ვატარებ. მოგებული მაქვს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები, მაგრამ ახლა, დროა უმაღლესი მედალიც დავაჭაშნიკო. ჩვენ ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ, სხვა გამოსავალი არც გვაქვს და ესპანელების დამარცხებას აუცილებლად შევეცდებით".
შეგახსენებთ, რომ წინა ევროპირველობის ფინალში, საფრანგეთი ესპანეთის ნაკრებთან 85:98 დამარცხდა.
გიორგი ბალახაძე
ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma