გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველი სკოტ პარკერი თბილისის “დინამოს” მომავალი მეტოქის - ლონდონის “ტოტენჰემის” რიგებს დატოვებს და კარიერას ჩემპიონშიპში დაქვეითებულ “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გააგრძელებს.
The Telegraph-ის ცნობით, ჰარი რედნაპმა თავისი ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა დეტალი შეათანხმა და გარიგება ოფიციალურად უახლოს 48 საათში შედგება, ტრანსფერის ღირებულება კი, 3,5 მილიონი გირვანქა იქნება.
32 წლის ნახევარმცველ “უაიტ ჰარტ ლეინზე” სწორედ რედნაპის ინიციატივით, ორი წლის წინ “ვესტ ჰემიდან” გადავიდა. ჩემპიონშიპში გავარდნისთანავე, მწვრთნელმა პრემიერლიგაში დაბრუნების ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ პარკერის შეძენა დაასახელა და ახლა მიზანთან ძალიან ახლოსაა. სკოტმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.