ტონი პარკერმა გაზეთ L’Equipe-თან ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ ითამაშა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საფრანგეთმა, ორი საუკეთესო მოთამაშის გარეშე, ბრინჯაოს მედლები მოიგო.
NBA-ს ჩემპიონმა გაამართლა მისი და ჟოაკიმ ნოას არყოფნა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.
“სან ანტონიო სპურსში” დატვირთული სეზონი გამომივიდა და ზაფხულში დასვენება გადავწყვიტე. რაც შეეხება ნოას, ტრავმა აწუხებდა და არ უნდოდა გაერისკა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პროფესიონალები ვართ”- განაცხადა ტონი პარკერმა.
პარკერმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო ფიქრი მომავალ ევრობასკეტზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საფრანგეთი იქნება. ტონიმ შეტყობინება გაუგზავნა ნოას, რომ არ უნდა გამოტოვოს 2015 წლის ევრობასკეტი.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2013 წლის ევრობასკეტის გამარჯვებულია.
ლაშა ქოიავა