ლონდონის "ფულემმა" "ტოტენჰემის" 32 წლის ნახევარმცველი სკოტ პარკერი შეიძინა. ინგლისელმა მარტინ ჯოლის გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მოხარული ვარ “ფულემში” გადასვლით. ჩემს მომავალ თანაგუნდელებს ხვალ დილით ვარჯიშზე შევხვდები. "ფულემი" პრემიერლიგაში სტაბილურად თამაშობს და ამ გუნდს სამი წლის განმავლობაში დავეხმარები პროგრესი რომ განიცადოს", _ პარკერის ეს კომენტარი “ფულემის” ოფიციალურ საიტზე წერია.
პარკერი "ჩარლტონის" აღზრდილია. წლების განმავლობაში მას უთამაშია "ჩარლტონში", “ნორვიჩში”, “ჩელსიში”, "ნიუკასლში", "ვესტ ჰემსა" და ახლა უკვე “ტოტენჰემშიც”.
გიორგი ბალახაძე