პარიზში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წინ ორიგინალური კომპოზიცია გაჩნდა, რომელზეც გამოსახულია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის ის ეპიზოდი, როცა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი იტალიელ მარკო მატერაცის მკერდში თავს ურტყამს.
ფინალურ მატჩში მატერაციმ ზიდანს, რომლისთვისაც ეს საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი თამაში იყო, შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, რის პასუხადაც ფრანგმა მას მკერდში თავი აძგერა. შედეგად, ზიდანი მოედნიდან გააძევეს, ხოლო “სკუადრა აძურა” მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მიუხედავად ამ ინციდენტისა, ზიდანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 2008 წელს კი მატერაციმ დაწერა წიგნი: “რა ვუთხარი სინამდვილეში ზიდანს”.