ფეხბურთი

11:54 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარეხა “სევილიაში” მიდის

მოსკოვის “სპარტაკის” არგენტინელი მცველი ნიკოლას პარეხა დარწმუნებულია, რომ კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა რუს კოლეგებთან სასურველ ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია საუბრობს, მაგრამ მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ ვერ მივიდნენ.

“სევილიას” ფეხბურთელის იჯარით გადაყვანა და სატრანსფერო უფლებების მოგვიანებით გამოსყიდვა სურს. “სპარტაკი” კი ამ წინადადებას არ თანხმდება და სრული სატრანსფერო ღირებულების საწყის ეტაპზევე გადახდას ითხოვს.

ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, მოლაპარაკება ტრანსფერით მაინც დასრულდება. პარეხა კი ხვალისთვის “სევილიაში” ჩასვლას და სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავს.

 

0.133004