ფეხბურთი

10:38 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარეირას სურვილი: ბრაზილია - ესპანეთი

 

ბრაზილიის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ალბერტო პარეირამ ერთ-ერთ ევროპულ გამოცემას გაუმხილა, რომ კონფედერაციის თასის ფინალში ესპანეთთან შეხვედრა სურს.

“ესპანურ ფეხბურთს პატივს ვცემ. ჩემი აზრით, ამჟამად მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები ჰყავთ. ძალიან კარგად შეკრული გუნდია, მაშინ, როდესაც ბრაზილიის ნაკრებში შეთამაშების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ძალიან მინდა, ფინალში ბრაზილიამ და ესპანეთმა ითამაშონ” – განაცხადა პარეირამ. 

0.119908