ფეხბურთი

17:30 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარდიუს ლონგის შეძენა სურს

“ნიუკასლის’’ დამრიგებელმა ალანდ პარდიუმ “ვესტ ბრომვიჩთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაამხილა სურვილი შეინ ლონგის დამატების თაობაზე.

“ლონგის თამაში ძალიან მომწონს, ის მშვენიერ ფორმაშია. მის შესახებ ინფორმირებული იმ დროიდან ვარ, როდესაც ირლანდიელი “რედინგში’’ ასპარეზობდა. მაშინ “რედინგის’’ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და მსურდა ჩემს კლუბში გადმომებირებინა, თუმცა ჩემმა ცდამ შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად ამისა, მე კვლავ შევეცდები ლონგი ჩემს კლუბში ვიხილო’’_განაცხადა პარდიუმ.

“იგი ძალიან საშიშია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის. მას არ უნდა მივცეთ გოლის გატანის შესაძლებლობა, უკანა ხაზი კონცენტრირებული უნდა იყოს, ვინაიდან ლონგი ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ბურთთან ერთად, ასევე უბურთოდ.’’

პარდიუმ ასევე ისაუბრა ბენ არფას შესახებ, რომელიც წინა ტურში “ნორვიჩთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს.

“ბენ არფას გამოსვლამ ჩვენს შეტევებს მეტი სიმწვავე შესძინა, მან ჩვენი გუნდის თამაში უფრო სწრაფი გახადა. მოხარული ვარ მისი დაბრუნებით. იმედი მაქვს, მისი სათამაშო თვისებები დიდ დახმარებას გაგვიწევს’’_დაასრულა პარდიუმ.

შეგახსენებთ, ,,ვესტ ბრომვიჩისა’’ და ,,ნიუკასლის’’ დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:30 დაიწყება.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.132887