თამაშგარე

13:53 | 24.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

“პარავაიმ მოიგოს და გავიხდი!” – გვპირდება ლარისა რიკელმე

ცნობილმა პარაგვაელმა სუპერმოდელმა – ლარისა რიკელმემ არგენტინელ ჟურნალისტებთან საუბარში პირობა დადო, რომ თუკი ურუგვაისთან მატჩში კოპა-ამერიკის ფინალს მისი ქვეყნის – პარაგვაის ეროვნული ნაკრები მოიგებს, საზეიმო ვითარებაში, სახალხოდ გაშიშვლება და ასე გამოხატავს თავის მადლიერებას პარაგვაელი ფეხბურეთელებისა და გულშემატკივრებისადმი. ლარისა რიკელმესათვის გაშიშვლება არც ბოლო იქნება და მითუმეტეს – არც პირველი და ძნელია, ნახო ისეთი მამრობითი სქესის ქომაგი, რომელიც ამ ულამაზესი ასულის უზადო სხეულზე თვალის შევლებას არ მოინდომებს. მით უფრო, რომ ამის შანსს სრულიად უსასყიდლოდ, საკუთრივ რიკელმე იძლევა.
ლარისა რიკელმე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს აქამდეც არაერთხელ დადგომია გვერდში და ამ ნაკრების მიერ გამართული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მატჩის დროს ტრიბუნაზე ლარისას აუცილებლად დალანდავდით. ახლა კი, როდესაც პარაგვაი მისთვის ისტორიულ გამარჯვებასთან ასე ახლოსაა, მოდელმა გადაწყვიტა, ფეხბურთელთა მოტივაცია ამ გზით აამაღლოს და თავისი მხურვალე ქომაგობაც ასე დაადასტუროს.
ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების წინაშე, აქამდე, არაერთი სხვადასხვა ეროვნების ლამაზმანი გაშიშვლებულა. უპირველეს ყოვლისა, იტალიის ნაკრების ქომაგი, აწ უკვე ხანში შესული ყოფილი მოდელი – სილვია ლანჯელა გვახსენდება, რომელიც ”სკუადრა აძურას” მიერ მოგებული თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ამზეურებდა თავის მკერდს. დღეს კი, როგორც ხედავთ, მის მიერ გატკეპნილ გზას სხვა ლამაზმანები განაგრძობენ.

0.131996