პარასკევს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის კიდევ 3 მატჩი გაიმართა. ზედა ექვსეულში “ჩიხურამ” და “დინამომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 1:1. ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა დინამოელმა ოთარ მარცვალაძემ.
ქვედა ექვსეულში, უმაყურებლო “მიხეილ მესხზე” “ტორპედომ” “დილას” “უმასპინძლა” და დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა. გორელები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას, ამას მე-17 წუთზე ქუთაისელთაAვეტერანის, სევასტი თოდუას გაძევებაც დაემატა და ანგარიშიც სახეზეა.
“ვიტ ჯორჯიამ” მცხეთაში აუტსაიდერი “მერანი” გიორგი კალანდიას გოლით დაამარცხა და მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმა.
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში)
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)
გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)
ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)
5 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებულები: ზაზა ჭელიძე (“ზესტაფონი”); ჩუენსუ არნაუ, ალექსანდრე შენგელია, ნიკა კილაზე
მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0
1. | დინამო (თბ) | 25 | 17 | 4 | 4 | 56:18 | 55 |
2. | ზესტაფონი | 24 | 13 | 4 | 7 | 32:16 | 43 |
3. | სიონი | 24 | 11 | 6 | 7 | 31:24 | 39 |
4. | ჩიხურა | 25 | 11 | 6 | 8 | 42:38 | 39 |
5. | მეტალურგი | 25 | 10 | 6 | 9 | 28:29 | 36 |
6. | გურია | 23 | 11 | 0 | 12 | 25:32 | 33 |
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)
გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87)
გაძევება: თოდუა (17)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კალანდია (69)
სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი
5 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00
მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:0
1. | დილა | 25 | 9 | 8 | 8 | 34:26 | 35 |
2. | ვიტ ჯორჯია | 25 | 10 | 5 | 10 | 32:32 | 35 |
3. | ტორპედო | 25 | 9 | 5 | 11 | 25:36 | 32 |
4. | სპარტაკი | 24 | 7 | 3 | 14 | 21:32 | 24 |
5. | ზუგდიდი | 24 | 6 | 5 | 13 | 14:32 | 23 |
6. | მერანი | 25 | 5 | 4 | 16 | 18:43 | 19 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;