პარაგვაის ჩემპიონატის მეორე ლიგაში სკანდალი მოხდა: ფეხბურთელმა მსაჯს საშინელი დარტყმა მიაყენა.
კლუბ “პორვენირის” ფეხბურთელებს ვილდო ამარილიას მსაჯობა არ მოეწონათ და ჯგუფურად დაეხვივნენ, ხოლო ერთ-ერთმა მოთამაშემ მარკოს ლუგუასამონმა სახეში წიხლი უთავაზა მას.
პარაგვაული პრესის ცნობით, ლეგუასამონს სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ.