ვინ თქვა პარაგვაელ ასულთა სილამაზე ოდენ ლარისა რიკელმეს მკერდზე დგასო? არამც და არამც! ამ ლათინოამერიკულ ქვეყანას იმდენი ეშხიანი ასული დაუდის, სათვალავი რომ აერევა კაცს... როგორც იცით, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატამდე დღეები რჩება. ეს კი უკვე გაყიდვადი თემაა, მით უმეტეს თუ მოდელებთან გვაქვს საქმე, რომლებიც მსოფლიო თასს დაამშვენებენ.ოთხი ქვეჯგუფი და 32 ნაკრები! მათ შორის არაა პარაგვაის ნაკრები, მაგრამ არიან პარაგვაის სამოდელო სააგენტო HR-ის გოგოები, რომლებიც მუნდიალს თავისებურ ეშხს შესძენენ. ეგაა, სამოდელო სააგენტომ 32-ის ნაცვლად რატომღაც მხოლოდ 11 ნაკრებისთვის შეიგულა მოდელი (ალბათ საკადრისი მეტი არ ჰყავდათ).როგორც არ უნდა იყოს, შთაბეჭდილების შესაქმენლად ესეც საკმარისი უნდა იყოს. აბა რა ეგონა ლარისა რიკელმეს? მარტო მაგას გააჯეჯილებდნენ? თან სად... ასეთი ასულებით განთქმულ მხარეში...