“გაცნობა ერთი ღამით” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლს პოპულარული პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმა ლარისა რიკელმე ითამაშებს. ეს ფილმი ეკვადორის ტურისტულმა სააგენტომ დააფინანსა და მისი მიზანი ეკვადორის სახელმწიფოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმს ერთობ მიმზიდველი სახელი ჰქვია და მასში მონაწილეობას სექსუალურზე სექსუალური ქალი მიიღებს, აღმოჩნდა, რომ ფილმის მიმდინარეობისას ლარისა რიკელმე არცერთხელ არ გაიხდის. ამან მშვენიერი ლარისას მილიონობით თაყვანისმცემელს დასწყვიტა გული.
როგორც თავად პარაგვაელი მოდელი ამბობს, ფილმის სიუჟეტში მისი გახდა-არგახდის საკითხს სცენარისტები წყვეტდნენ და სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებამ ამჯერად მაინც იხილოს ლარისა რიკელმე ჩაცმულ-დახურული. ასეც არ იყოს, ცოტა ხნის წინ თვითონ ლარისამაც განაცხადა, რომ ტიტლიკანად სირბილი ყელში ამოუვიდა.