ძიუდო

12:29 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ნახევარფინალშია

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგი სოფიან მილუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი საწყის წუთნახევარში ვაზარს და იუკოს აგებდა, მაგრამ შემდგომ წუთნახევარში თავად მიითვალა ორივე სინჯის ილეთი, საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე კი მეტოქის შებოჭვაც მოახერხა.

შეგახსენებთ, მილუსთან დაჭიდებამდე პაპინაშვილმა ჰოლანდიელი ხეროენ მუურენი და ბრიტანელი ეშლი მაკკენზი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატს დაუპირისპირდება.

 

0.114599