ძიუდო

12:08 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი მეოთხედფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.

მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი ხეროენ მუურენის ვაზარით ძლევის შემდეგ, ბრიტანელ ეშლი მაკკენზის ანალოგიური შეფასების ილეთი წუთსა და 58 წამში ორჯერ შეუსრულა და სუფთად იმარჯვა.

მეოთხედფინალში პაპინაშვილის მეტოქე ევროპის 2010 წლის ჩემპიონი, ფრანგი სოფიან მილუ იქნება, რომელმაც წინასწარ ეტაპებზე მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა, საუდის არაბეთის ნაკრების წევრი აბდულაზიზ ალბაში და მონაკოელი იან სიკარდი ჩამოიშორა.

 

0.120474