კალათბურთი

23:37 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი” საქართველოს ნაკრების ექს-წევრ ჰეინსს ეპატიჟება

ათენის “პანათინაიკოსმა” ქართული პასპორტის მქონე ამერიკელ კალათბურთელი მარკიზ ჰეინსს კონტრაქტი შესთავაზა.

ამ უკანასკნელმა გასული სეზონი იტალიურ “მილანში” დაიწყო და შემდეგ “სიენას” მიაშურა, საშუალოდ კი 12.1 ქულას, 1.8 მოხსნას და 3.4 პასს აგროვებდა.

“პანათინაიკოსისთვის” ჰეინსი სათადარიგო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუკი ნიკ კალატესი ნბა-ს მიაშურებს.

შეგახსენებთ, რომ ჰეინსი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე იცავდა. მაშინ მარკიზმა 8 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი – 20.6 წუთი, 8.0 ქულა, 1.6 მოხსნა და 1.3 პასი გახლდათ.

0.119051