არგენტინელი მოდელი, ანა კაროლინა ანდოჰანი, იგივე “პამპიტა“, არგენტინელმა ჟურნალისტებმა, ლათინოამერიკელი სპორტსმენების სატრფოთა შორის გამოარჩიეს და წლის ყველაზე მიმზიდველ ქალად დაასახელეს.
“პამპიტა“ არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი როდრიგესის მეგობარი გოგოა, თუმცა სპორტსმენებისათვის თვალი როდრიგესთან თანაყოფნამდეც ჰქონდა დადგმული. როგორც არგენტინელი ჟურნალისტები წერენ, ანას ადრე თურმე ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი, დავიდ ნალბანდიანი ეკურკურებოდა.