როგორც ჩანს, ლეგენდარული “მის სილიკონი“ პამელა ანდერსონი, მიუხედავად ასაკისა, პოზიციებს არ თმობს და ცდილობს, ასე თუ ისე, როგორღაც პოპულარობა შეინარჩუნოს.
ამ ფაქტს მოწმობს ისიც, რომ “ფლეიბოის“ და სერიალ “მაშველების“ ვარსკვლავი, პირველი ეტაპის ბოლო სამ შეჯიბრებაში იმ გუნდის პიარკამპანიას უხელმძღვანელებს, სადაც “ფორმულა პირველის“ ექსმრბოლელი ვიტანტონიო ლიუცი და ნიკი ლაუდას ვაჟი, მატიასი ირიცხებიან. ამ გუნდის გამოყვანას გეგმავს პამელა რბოლებზე.