იტალიური "რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია და ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კლუბში რჩებიან.
"უკვე ვესაუბრე პიანიჩს, იგი კლუბში რჩება და გუნდიც ბედნიერია. ფეხბურთელი "რომას" სამომავლო გეგმებში შედის. რაც შეეხება რუდი გარსიას, იგი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან და ვერ გამიგია, რატომ ფიქრობს ხალხი მის წასვლაზე. "კატანიას" წინააღმდეგ მატჩი საშინელება იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი სეზონი გამოგვივიდა”, - განუცხადა იტალიურ მედიას პალოტამ.
შეგახსენებთ, რომ ბოსნიელმა ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" ან პსჟ-ში თამაშს ისურვებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა თავისი განცხადებით გულშემატკივრები დაამშვიდა.
გიორგი ბალახაძე