ფეხბურთი

14:59 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პალოპმა “ლევერკუზენი” აირჩია

40 წლის ესპანელი მეკარე ანდრეს პალოპი კარიერას გერმანულ “ლევერკუზენში” განაგრძობს. Marca-ს ცნობით, ვეტერან ფეხბურთელს “სევილიასთან” კონტრაქტი ამოეწურა და ბუნდესლიგას თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პალოპი “ვალენსიაში” გეგმავდა გადაბარგებას და ამ კლუბის ხელმძღვანელთათვის სიტყვიერი თანხმობაც ჰქონდა ნათქვამი. ესპანელს გადაწყვეტილება “ღამურების” სამწვრთნელო შტაბში არსებულმა გადანაცვლებებმა გადააწყვეტინა.

პალოპმა ლევერკუზენელებს თავისი მომავალი 2 წლით დაუკავშირა.

 

0.116061