ფეხბურთი

20:16 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პალერმოს” პრეზიდენტი ევროსაგზურს უმიზნებს

 

იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში, მისი გუნდის მიზანი არა სერია A-ში ადგილის შენარჩუნება, არამედ ევროსაგზურებისთვის ბრძოლაა.

“პალერმო”, ამჟამად, სერია B-ში თამაშობს, მაგრამ სიცილიელთა იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება მხოლოდ ფორმალობაა – ჯუზეპე იაკინის გუნდი, გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე, მე-2 ადგილზე მყოფ “ემპოლის” 16 ქულით უსწრებს.

“რას შევცვლით სერია A-ში გადასვლის შემდეგ? ბევრს არაფერს. ჩვენ გვყავს მაგალითი, რომელსაც გვინდა მივბაძოთ. ესაა “დორტმუნდი” და “ატლეტიკო”.

ჩვენი მიზანი ევროსაგზურებისთვის ბრძოლაა და არა სერია A-ში დარჩენა. მწვრთნელი? გადაწყვეტილია, რომ გუნდის სათავეში ჯუზეპე იაკინი დარჩება.” – ციტირებს ძამპარინის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.

0.112415