ფეხბურთი

11:06 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პალასიო ვარჯიშზე დაშავდა

მილანის “ინტერის” ფორვარდმა როდრიგო პალასიომ უკანასკნელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. Football Italia-ს ცნობით, კუნთის ტკივილის გამო, არგენტინელმა “ნერაძურის” სამედიცინო შტაბს მიაკითხა და საწვრთნელი პროცესი ვეღარ გააგრძელა.

ჯერჯერობით, სამხრეთამერიკელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა ექიმების წინასწარი პროგნოზით, თავდამსხმელს ლაზარეთში 4-5 კვირის გატარება მოუწევს. დაზუსტების შეიძლება ითქვას, რომ პალასიო ბერგამოს “ატალანტასთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ დიეგო მილიტოს ტრავმის გამო, პალასიო “ინტერის” მთავარმეგოლე გახდა. უკანასკნელ 5 მატჩში, არგენტინელმა 5 გოლი მიითვალა.

 

0.113514