დენიზლიში დასრულებულ 2013 წლის თურქეთის საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვებული 12-დან 10 მოგებით და 70.5 ქულით Beşiktaş Jimnastik Kulübü გახდა. მე-2 ადგილი 7 მოგებით, 3 ფრედ დამთავრებული, 2 წაგებული მატჩით და 66.5 ქულით Kahramanmaraş Belediye Spor Kulübü-მ დაიკავა, რომელშიც 3 ქართველი მოჭადრაკე: დავით ბენიძე, შოთა აზალაძე და ზურაბ ჯავახაძე ასპარეზობდა. მესამე პოზიციაზე ასევე 66.5 ქულით Çallı Spor Kulübü განთავსდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნაზი პაიკიძის ბრწყინვალე შედეგი – 12-დან 12 ქულა 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის T.S Alyans Spor Kulübü-ს შემადგენლობაში.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ნინო ხურციძემ აჩვენა – 12-დან 7.5 ქულა. მანდილოსნებში მე-3 მაჩვენებელი ჰქონდა ბელა ხოტენაშვილს – 11-დან 6.5 ქულა.
1
მიხეილ მჭედლიშვილი (2637) – 6.5 (12)
მერაბ გაგუნაშვილი (2601) – 6.0 (11)
ქეთი წაწალაშვილი (2279) – 6.0 (10)
4 Ezgi Satranç Kulübü Rtg-Ø:2233
გიორგი ბაღათუროვი (2444) – 2.5 (6)
სოფიო გვეტაძე (2339) – 5.0 (12)
5 Pera Spor Kulübü Rtg-Ø:2296
ბელა ხოტენაშვილი (2531) – 6.5 (11)
6 Kahramanmaraş Belediye Spor Kulübü Rtg-Ø:2322 - მე-2 ადგილი
დავით ბენიძე (2495) – 7.5( 12)
შოთა აზალაძე (2481) – 3.0 (5)
ზურაბ ჯავახაძე (2450) – 4.0 (7)
7 T.S Alyans Spor Kulübü Rtg-Ø:2492
ნაზი პაიკიძე (2368) – 12.0 (12)
8 Akdeniz Belediyesi Spor Kulübü Rtg-Ø:2312
ნინო ხურციძე (2428) – 7.5 (12)
10 Er Bakır Spor ve Kültür Kulübü Rtg-Ø:2239
კონსტანტინე შანავა (2563) – 5.0 (12)
დავიდ არუთინიანი (2543) – 6.0 (12)
მირანდა მიქაძე (2314) – 4.0 (12)
13 Aliağa Gençlik ve Spor Kulübü Rtg-Ø:2244
თორნიკე სანიკიძე (2553) – 6.0 (12)
დავით ჯოჯუა (2548) – 7.5 (11)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თან ნაზი პაიკიძე უკვე აშშ-ს სახელით გამოდის, არა?!
kalesu (94)
საოცრებაა მართლა 10 კაციან გუნდში მე-8 დაფაზე დიდოსტატის შედეგის აღნიშვნა
ისე დისკვალიფიკაცია ცოტა ზედმეტი კი მომივიდა,მაგრამ სპორცმენის დონე,რომ დაიწევს ფაქტია..გაზრდისთვის,რომ ძლიერი მეტოქეებია საჭირო ყველამ იცის...
ნაზი პაიკიძე მე-8 დაფაზე თამაშობდა...და რატომ არის ასეთი ღირსშესანიშნავი 12- დან 12 ქულა?მისი რეიტინგიც გემახსოვრებათ...ნაკრებში რომ იყო ისიც..და ეს ფაქტი ,რომ სპორცმენის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს ეს ფედერაციამ არ იცის? რა "გვემარიაჟება" საქმეს მიხედონ...საკმაოდ კარგი სპორცმენია და უმჯობესი სწორად "გაიზარდოს"...ნინო ხურციძის წარმატებები დიდად მახარებს...ბელაც იმ დამთრგუნველი ტურის შემდეგ ნელ-ნელა აზრზე მოდის...დიდი სტრესი მიიღო..კარგი პარტია მოუგო ნინო ხურციძეს...უნივერსიადაძე ქალებში რა სიტუაციაც გვაქვს ხედავთ,22-ე ადგილზეა სოფო გურამიშვილი და დანარჩენები უფრო ქვევით ,ნიგალიძე კი ჯერჯერობით ასე თუ ისე სიტუაციას თავს ართმევს...მოკლედ....ასეა რაა..დანარჩენიც ვნახოთ.....)))))