სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:01 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძე და ფანცულაია ლიდერებად რჩებიან

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის მე-5 ტურის ცენტრალური პარტია ქართველ მოჭადრაკეებს – ლუკა პაიჭაძეს (2543) და ლევან ფანცულაიას (2590) შორის შედგა და ყაიმით დასრულდა. შედეგად, ქართველებმა 4.5-4.5 ქულა მოაგროვეს და ლიდერებად რჩებიან.

ქართველ მოჭადრაკეებს 0.5 ქულით 5 მონაწილე ჩამორჩება: ანდრეი ბარიშპოლეცი (უკრაინა, 2540), ლევონ ბაბუჯიანი ს(სომხეთი, 2484), კონსტანტინე შანავა (2550), ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2422) და ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2579). გასულ ტურში შანავა თეთრი ფიგურებით ბაბუჯიანს დაუზავდა.

კოლეგა-ვაჟებს წარმატებით ებრძვის და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (3.5 ქულა) აქვს მაია ლომინეიშვილს.

9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში ფანცულაია ფიერს ეთამაშება, ბარიშპოლეცი – პაიჭაძეს, შანავა – პეტროსიანს, ხოლო ბაბუჯიანი სომეხვე რობერტ ჰოვანისიანს (2592).

B ტურნირს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს ალექსანდრ ბაღდასარიანი (სომხეთი). 4.5 ქულით II–III ადგილებს სერგო  ცომაია და ლალი ბიბილაშვილი ინაწილებენ.

8 წლამდე ბიჭებში 5 დან 5 გამარჯვებით ბარდია  დანეშვარი (ირანი) დაწინაურდა, ხოლო გოგონებში ასევე  დანაკარგის გარეშე მარიამ ხურციძე პირველობს.

10-წლიან გოგონებში 5-დან 4 ქულით ნია დოღვანი  გალიდერდა, ბიჭებში კი 4-4 ქულით დავით გაბუნია და გიორგი ნაყოფია მოექცნენ სატურნირო ცხრილის სათავეში.

5-დან  4 ქულით ლიდერობს 12-წლამდე ბიჭების  შეჯიბრს ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ასევე ერთპიროვნულად დაწინაურდა 4.5 ქულით გოგონათა ანალოგიურ ასპარეზობაზე  თამარ ესაძე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118079