ფეხბურთი

18:30 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაატელაინენმა ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ფინეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, შინ, 6 სექტემბერს ესპანეთთან და სტუმრად 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

მეკარეები: ნიკი მაენპა (“ვენლო”, ჰოლანდია), ლუკას ჰრადეცკი (“ბრონდბიუ”, დანია), ჰენრი სილანპა (“ვაასენ პალოსეურა”).

მცველები: პეტრი პასანენი (“ორჰუსი”), ნიკლას მოისანდერი (“აიაქსი”, ჰოლანდია), ველი ლამპი (“არსენალი”, კიევი, უკრაინა), კარი არკივუო (“ჰაკენი”, შვედეთი), იუკა რაიტალა (“ჰერენვენი”, ჰოლანდია), იოონა ტოივიო (“მიოლდე”, ნორვეგია), მარკუს ჰალსტი (“მალმიო”, შვედეთი), იუჰანი ოიალა (“ტერეკი”, რუსეთი), მიკო სამუსალო (ჰიკ).

ნახევარმცველები: ტეემუ ტაინიო (ჰიკ), რომან ერიომენკო (“რუბინი”, რუსეთი), კასპერ ჰამალაინენი (“ლეხი”, პოლონეთი), ტიმ სპარვი (“ფიურტი”, გერმანია), პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”, იტალია), ალექსანდერ რინგი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია), რიკუ რისკი, ტონი კოლემაინენი (ორივე “ჰონეფოსი”, ნორვეგია), რასმუს შულერი (ჰიკ).

თავდამსხმელები: ტეემუ პუკი (“შალკე”, გერმანია), ერფან ზენელი (ჰიკ).


0.124893