როგორც იცით, 20 წლის ნიგერიელი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო ბელგიურ "ლოკერენში" ისინჯება და სავარაუდოდ, ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს ამ გუნდში. ოვონიკოკო "გაგრას" ეკუთვნის და ბოლოს უკრაინულ "ვოლინში" გახლდათ განათხოვრებული.
ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელმა 19 ივნისს დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. მისი საკითხი საბოლოოდ თვის ბოლოს გადაწყდება.