თუკი სატრანსფერო მიდი-მოდი არ შეეხოთ, მომავალ სეზონში საკალათბურთო ევროლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 4 წევრი ითამაშებს. იტალიურმა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, უკვე ცნობილია 23 გუნდის ვინაობა, რომლებიც ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და მათ შორის ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი”, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი”, გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსი" და ტურნირის ახალწვეული – გიორგი ცინცაძის “ბუდიველნიკიც” იმყოფებიან.
სრულად, იმ გუნდების ჩამონათვალი, რომლებსაც ევროპის უძლიერეს საკალათბურთო ტურნირზე ადგილი დაბევებული აქვთ, ასე გამოიყურება:
ესპანეთი (რეალი, ბარსელონა, კახა ლაბორალი, უნიკახა)
რუსეთი (ცსკა, ლოკომოტივი, ყუბანი)
იტალია (მონტეპასკი, მილანი)
თურქეთი (გალათასარაი, ეფესი, ფენერბაჰჩე)
ლიტვა (ჟალგირისი)
საბერძნეთი (ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი)
საფრანგეთი (ნანტი, სტრასბურგი)
გერმანია (ბროზე ბასკეტსი, ბაიერნი)
სერბეთი/ადრიატიკის ლიგა (პარტიზანი, ცრვენა ზვეზდა)
პოლონეთი (ჟიელენა გორა, პოლონეთი)
ისრაელი (მაკაბი, თელ-ავივი)
უკრაინა (ბუდიველნიკი)
ცნობისთვის, ცინცაძის კლუბმა, ისევე, როგორც ფრანგულმა “სტრასბურგმა”, ევროლიგის ორგანიზატორებისგან “უაილდ-ქარდი” მიიღო. A ლიცენზია ერგო სვეტისლავ პეშიჩის მიერ გაწვრთნილ მიუნხენის “ბაიერნსაც”.
იტალიური გამოცემის თანახმად, ცნობილია იმ 8 გუნდის ვინაობაც, რომლებიც ევროლიგის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირიდან იბრძოლებენ: ბანვითი (თურქეთი), ლიეტუვას რიტასი (ლიტვა), ოლდენბურგი (გერმანია), იგოკეა (სერბეთი), ოოსტენდე (ბელგია), ნიმბურკი (ჩეხეთი), ვარეზე (იტალია), ხიმკი (რუსეთი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სერმადინი წერია.მართლა ვერ ხედავთ შერმადინს?
ეხლა შეასწორე. მანამდე არ ეწერა.
შერმადინი არაა ქართველი?
დაავიწყდათ როგორ ჩანს
სადმე ხოარ გადავიდა?
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))