ჩოგბურთი

23:41 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველი ანტალიაში

ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე ქალთა და ვაჟთა შეჯიბრებებში ჯამში 4 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება. ქალებში მე-3 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე თურქ გიზემ მელისა ატესს 6:2, 6:4 მოუგო. მერვედფინალში გორგოძის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული სლოვაკი ვიკტორია კუზმოვა იქნება.

მე-8 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიამ ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ თურქ ჩემრე ანილს 6:3, 6:1 სძლია და მომდევნო წრეში კიდევ ერთ კვალიფიკანტ უკრაინელ ანასტასია პროკოპენკოს გაეჯიბრება. რაც შეეხება ანა ქადაგიძეს, იგი მოლდოველ ალისა მარტინოვთან 1:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე და ქვაცაბაია იაპონელებს (ნაგი ჰანატანი-კიოკა ოკამურა) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 3:6, ქადაგიძემ და ინდოელმა ვიკტორია ჩეჰალმა კი თურქულ დუეტთან (ჩემრე ანილი-ირემ ტალია კოკენი) 3:6, 4:6 წააგეს.

ვაჟთა ტურნირში მე-2 რეიტინგის მქონე ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალებს რუს ანდრეი პლოტნისთან მოსინჯავს. წყვილებში ბასილაშვილმა და სერბმა მილიან ზეკიჩმა (მე-2 განთესვა) უნგრელ ვიკტორ ფილიპენკოს და ბელარუს იაჰორ იაცუკს 6:4, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში უკრაინულ-რუმინულ დუეტს (გლებ ალეკსეენკო-ჩიპრიან ალექსანდრუ პორუმბი) დაუპირისპირდებიან.

0.117894