ოთარ მარცვალაძე საქართველოს ჩემპიონატს უბრუნდება: როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, 29 წლის ფორვარდი გორის “დილასთან” ერთად ვარჯიშობს.
როგორც იცით, ვლადიკავკაზის “ალანიამ” არსებობა შეწყვიტა, შესაბამისად, მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა უკლუბოდ დარჩნენ.
გადაწყვეტილია, რომ ოთარი “დილაში” გააგრძელებს კარიერას. მარცვალაძეს 2006 წლის შემდეგ აღარ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში.
როგორც იცით, “ვიტ ჯორჯიაში” მშვენიერი შედეგიანობის შემდეგ, კიევის “დინამოში” გადავიდა, სადაც კარიერა ვერ აეწყო, ტრავმებიც დაერთო და შემდეგ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა: “ზაკარპატიე”, “ანჟი”, “ვოლგა”, “კრასნოდარი”, “სკა-ენერგია” და ბოლოს “ალანია”.