საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ოთარ ფხაკაძეს ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშზე აკრძალვა მოეხსნა და მან უკვე მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აკრძალვის მიზეზი ფხაკაძის მიერ უნივერსიტეტის გამოცვლა იყო.
სტუდენტური ლიგის წესებით, საუნივერსიტეტო გუნდის გამოცვლის შემთხვევაში კალათბურთელზე ე.წ. “წითელი მაისურის” პრინციპი მოქმედებს და ის გარკვეული რაოდენობის მატჩებს, ხშირ შემთხვევაში კი სრულ სეზონს ტოვებს.
თო ფხაკაძემ გასული სეზონი მთლიანად გამოტოვა, მიმდინარე ჩემპიონატში კი საწყის 7 შეხვედრაში დასვენება მოუხდა. ფხაკაძე ფეირმონტის უნივერსიტეტის გუნდ “ფალკონსში” თამაშობს, რომელიც სტუდენტური ლიგის მეორე დივიზიონში (NCAA 2) ასპარეზობს. “ფალკონსს” 7 მოგება და 3 მარცხი გააჩნია და თავის კონფერენციაში ლიდერთა შორისაა.
ფხაკაძემ “ფეირმონტის” მაისურით პირველი შეხვედრა “აღმოსავლეთ ოჰაიოსთან” გამართა და მოგებულ (114:48) შეხვედრაში 10 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მიითალა. ფხაკაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა.
მეორე მატჩი “ფალკონსმა” “ბელარმინთან” ჩაატარა და 73:81 დამარცხდა. ფხაკაძე კვლავ სასტარტოში გახლდათ, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩა. 15 წუთშა მან 2 სამქულიანი ააცილა.
მომდევნო მატჩს “ფეირმონტი” 4 იანვარს, სტუმრად, “ურბანასთან” გამართავს.
www.gbf.ge