ფეხბურთი

14:42 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი - ბათუმის "დინამოს" ახალი დირექტორი

27 წლის ოთარ ფედიჩკინი ბათუმის "დინამოს" ახალი დირექტორი გახდა. მან ამ პოსტზე სულხან გოგიბერიძე შეცვალა. ფედიჩკინი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს დირექტორად: მან 13 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ვახტანგ ქორიძემ - 6.

ფედიჩკინი ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ასევე იყო უკრაინულ და თურქულ გუნდებშიც.

კლუბის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უპირველესად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აპირებს და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა გუნდმა პროგრესი განიცადოს და გულშემატკივარიც მრავლად მოვიდეს სტადიონზე.

 

0.11287