ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ ტურში ყველა კითხვას პასუხი გაეცა. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „ატლეტიკომ“ შაბათს ჩემპიონის ტიტული გაიფორმა, კვირას კი, იმ კლუბების ვინაობა გაირკვა, რომლებიც მომდევნო სეზონში სეგუნდა დივიზიონში ითამაშებენ.
რამდენიმე ტურით ადრე ცნობილი იყო, რომ პრიმერა დივიზიონს „ბეტისი“ დატოვებდა. დღეს, ანდალუსიურ კლუბს „ოსასუნა“ და „ვალიადოლიდიც“ შეუერთდნენ. პამპლონელებმა უკვე უმოტივაციო „ბეტისთან“ იმარჯვეს, მაგრამ პრიმერაში ადგილი მაინც ვერ დაიბევეს. „ოსასუნამ“ ანდალუსიელებს პირველ ტიამში ორი ბურთი გაუტანა და 3 ქულის ბედიც მეტწილად გადაწყვიტა. 71-ე წუთზე, სევილიელებმა ხავიერ ჩიკას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
„ვალიადოლიდმა“ სეგუნდა დივიზიონში „გრანადასთან“ საშინაო მარცხით გადაინაცვლა. პირველი ტაიმის მიწურულს, მასპინძელთა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და თავის გუნდს განაჩენი გამოუტანა - 0:1.
„ვილიარეალმა“ „სოსიედადი“ საგარეო მატჩში დაამარცხა და სან-სებასტიანურ კლუბს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. 26-ე წუთზე, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჯოვანი დოს სანტოსმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, იკეჩუკვუ უჩემ სტუმართა უპირატესობა გაზარდა.
ცხადი იყო, რომ „სოსიედადს“ თამაშის გადარჩენა გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარლოს ველას წყალობით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 1:2.
სან სებასტიანი. „ანოეტა“. 25000
სოსიედადი - ვილიარეალი 1:2 (0:1)
სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, კ.მარტინესი (76), ანხელი, ი.მარტინესი, ბერგარა, პარდო (სურუტუსა 46), კანალესი, გრიზმანი, აგირეჩე (გრანერო 46), ველა.
მწვრთნელი: ჰაგობა არასატე
ვილიარეალი: კარლოსი, იოკიჩი, მუსაკიო, გასპარი, პაულისტა, სორიანო (პინა 51), აკინო (ჰაუმე 56), გომესი, ტრიხეროსი, უჩე, დოს სანტოსი (პერეირა 80).
მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი
გოლი: 0:1 დოს სანტოსი (26), 0:2 უჩე (69), 1:2 ველა (90)
გაფრთხილება: ბერგარა (68), გრანერო (87) - იოკიჩი (44), მუსაკიო (61), ჰაუმე (89)
კარში დარტყმა: 13 (3) – 15 (5) ჯარიმა: 13 - 18 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 3 – 2
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 13000
ალმერია - ბილბაო 0:0
ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ველესი (აზიზი 5), ტრუხილიო, კორონა (სორიანო 79), ვერსა, ვიდალი, ზონგო, დიასი (როდრი 71).
მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი
ბილბაო: ერერინი, ბალენსიაგა (ირაოლა 69), ეტჩეიტა, ლაპორტი (სან-ხოსე 68), სუსაეტა, ბენიატი, რიკო (ერერა 59), მორანი, დე მარკოსი, მუნიაინი, ფერნანდესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გაფრთხილება: აზიზი (74) - მორანი (17), ბენიატი (32), ბალენსიაგა (35), ლაპორტი (56), ერერა (90)
კარში დარტყმა: 10 (1) – 13 (1) ჯარიმა: 13 - 12 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 1 – 1
პამპლონა. „ელ სადარი“. 20000
ოსასუნა - ბეტისი 2:1 (2:0)
ოსასუნა: ფერნანდესი, ფლანიო, ბერტრანი, ორიოლი (დამია 72), არიბასი, პუნიალი, სეხუდო (დე ლას კუევასი 59), ტორესი (ნინო 70), ლოე, რიერა, აკუნია.
მწვრთნელი: ხავი გრასია
ბეტისი: ადანი, პერკისი (რეიესი 12), ჩიკა პაულანი, ფიგერასი, ნ’დიაიე, სევილია, მატილია (კაკაბელოსი 56), მაბვატი (იგიებორი 66), ხუანფრანი, კასტრო.
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
გოლი: 1:0 რიერა (12), 2:0 აკუნია (22), 2:1 ჩიკა (71)
გაფრთხილება: პუნიალი (73)
კარში დარტყმა: 14 (3) – 16 (8) ჯარიმა: 7 - 10 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 7 – 1
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 8356
რაიო - ხეტაფე 1:2 (0:1)
რაიო: რუბენი, კაშტრუ, რაცი, ტიტო (როჩინა 46), გალეანო, ტრასორასი, ბაენა (ფერნანდესი 46), ფალკე, ლარივეი, ბუენო, პერეა (ბანგურა 66).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ხეტაფე: სეზარი, ვალერა, რუანო, რ.ლოპესი, ლ.ლოპესი, როდრიგესი (ბორხა 21), ლაფიტა (მოსკერა 66), პედრო ლეონი (სამირი 84), ლასენი, სარაბია, მარიკა.
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
გოლი: 0:1 მარიკა (43), 1:1 ტრასორასი (67), 1:2 მარიკა (90პ.)
გაფრთხილება: გალეანო (29), ტრასორასი (90), რუბენი (90) - ლასენი (23), ლ.ლოპესი (25), რ.ლოპესი (39), რუანო (58), ვალერა (65), მოსკერა (76), პედრო ლეონი (88)
კარში დარტყმა: 16 (4) – 15 (4) ჯარიმა: 11 - 25 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 2 – 3
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 25000
ვალიადოლიდი - გრანადა 0:1 (0:1)
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუედა, რუკავინა, პენია, მიტროვიჩი, ალვარო (ბარაჰა 86), ლარსონი (მანუშუ 53), ოსკარი, პერესი, გერა, ხეფრენი (ოსორიო 53).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი, მაინსი, ილორი, იტურა, ბრაიმი (კოეფი 87), რიკო, რესიო, პიტი (ბუონანოტე 68), ელ არაბი (იგალო 81).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლი: 0;1 მიტროვიჩი (44ს.კ.)
გაფრთხილება: ჰაენი (81) - პიტი (65), რობერტო (80)
კარში დარტყმა: 10 (4) – 6 (3) ჯარიმა: 12 - 10 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 35000
სევილია - ელჩე 3:1 (1:0)
სევილია: ვარასი, ფასიო (პუერტო 82), კოკე, ფიგეირაში, მორენო (დელგადო 87), ტროხოვსკი, იბორა, სამპერიო, კოტანი, რეიესი (რაკიტიჩი 73), ფერნანდესი.
მწვრთნელი: უნაი ემერი
ელჩე: ერერა, ლომბანი, სუარესი, ალბაკარი, პელეგრინი, რივერა, მანტეკონი, ფლორესი (ბოაკე 74), მარკესი (როდრიგესი 65), ჩავესი (მარტინესი 82), ერერა.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: 1:0 იბორა (16), 2:0 სამპერიო (61), 3:0 იბორა (72), 3:1 ბოაკე (90)
გაფრთხილება: კოტანი (40), იბორა (75)
კარში დარტყმა: 15 (5) – 14 (4) ჯარიმა: 10 - 11 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 2