„ოსასუნამ“, რომელიც წლის დასაწყისში არცთუ კარგდ მდგომარეობაში იყო, ლა ლიგის ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა და შედეგად, პამპლონელები გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდნენ.
25-ე ტურის ბოლო მატჩში, „ოსასუნამ“ „ლევანტეს“ შეხვედრის მიწურულს გატანილი 2 გოლით სძლია. მე-80 წუთზე, მოედანზე შოჯაი მასუდი შევიდა, რომელიც „ოსასუნას“ მაისურით ძალიან იშვიათად თამაშობს. 88-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, ირანელი ფეხბურთელი ორ მეტოქეს იოლად გაუსწორდა და საჯარიმოს გარედან დარტყმით, მან შედევრი გოლი გაიტანა. მე-4 დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, შეცდომა დუშვეს და სოლას გოლის გატანის საშუალება მისცეს.
ლევანტე-ოსასუნა 0:2 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია” 15000
ლევანტე (4-2-3-1): ნავასი, ვინტრა, ბალესტეროსი, ნავარო, ხუანფრანი, იბორა, დიოპი (ბარკერო 57), რიოსი (ვალდო 69), მიჩელი (დუდკა 73), გარსია, მარტინსი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო.
ოსასუნა (4-2-3-1): ფერნანდესი, ბერტრანი, რუბენი, არიბასი, დამია, ლოე, სილვა, არმენტეროსი, ოიერი (პუნიალი 84), დე ლას კუევასი (მასუდი 80), ნინო (სოლა 73).
მწვრთნელი: ხოსე მენდილიბარი.
გოლები: 0:1 მასუდი (88), 0:2 სოლა (90+4).
გაფრთხილებები: ლოე 65, რუბენი 76.
მსაჯი: კარლოს დელგადო ფერეირო.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7 (6)-15 (7), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-5, ჯარიმა: 8-21.
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 38; რონალდუ („რეალი“) – 24; ფალკაო („ატლეტიკო“) – 21; კასტრო („ბეტისი“), სოლდადო („ვალენსია“), ველა („სოსიედადი“) – 12.
შემდეგი ტური
1 მარტი
ხეტაფე-სარაგოსა.
2 მარტი
რეალი-ბარსელონა; დეპორტივო-რაიო; ოსასუნა-ბილბაო; ვალენსია-ლევანტე.
3 მარტი
გრანადა-მალიორკა; ესპანიოლი-ვალიადოლიდი; მალაგა-ატლეტიკო; სოსიედადი-ბეტისი.
4 მარტი
სევილია-სელტა.