29 წლის მიხეილ გრძელიძე პირველი ქუთაისელია, ვისაც ჭიდაობაში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მიაკუთვნეს. ახლახან საბერძნეთის ქალაქ ლარისაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისას მიხეილ გრძელიძემ სპეციალურ კომისიას წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა და უშუალოდ ხალიჩასთანაც მოაწონა მას თავი.
მიხეილ გრძელიძე საკმაოდ კარგი სპორტსმენი გახლდათ. მას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია ახალგაზრდებს შორის, ბოლო 5 წელიწადია ქუთაისის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მუშაობს მწვრთნელად, მსაჯობა კი 2 წლის წინ დაიწყო და...
იუზა კაციტაძე