თორნიკე შენგელიამ და მისმა "ბრუკლინმა" დღეს გამთენიისას კლივლენდში სტუმრობით დაასრულეს 8-მატჩიანი გასვლითი ტურნე, რომელიც წარმატებული გამოდგა, რადგან "ნეთსმა" 3 მარცხის წილ 5 გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა აღმოსავლეთ კონფერენციაში.
პი ჯეი კარლესიმოს დამოძღვრილები "კავალიერსთან" მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდნენ, რადგან სხვადასხვა ტრავმების გამო გუნდს ძირითადი ხუთეულის ორი კალათბურთელი აკლდა: ჯო ჯონსონი და ჯერალდ უოლესი. მათი ადგილი, შესაბამისად, კით ბოგენსმა და მარშონ ბრუქსმა შეავსეს. სწორედ ამ უკანასკნელის შესანიშნავი გარჯის შედეგად, "ნეთსმა" პირველივე წუთებიდან მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და საბოლოოდ, ძალზე იოლი გამარჯვება იზეიმა - 113:95.
ბრუქსი, რომელიც ნბა-ში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს, წლეულს სასტარტო ხუთეულში პირველად მოხვდა და კარიერის უმაღლესი მაჩვენებელიც დააფიქსირა - მეტოქეს 27 ქულა უთავაზა. პირველ ტაიმში პარკეტზე 18 წუთი დაჰყო და ამ დროში 19 ქულის დაგროვება მოახერხა. ახალგაზრდა თანაგუნდელს მშვენივრად აუბა მხარი "დრიმ თიმის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, რომელიც პასებითაც მშვენივრად ამარაგებდა პარტნიორებს და ქულებსაც უხვად იხვეჭდა. თავის მხრივ, სამწამიან ზონაში დომინირებდა რეჯი ევანსი, რომელმაც მატჩი 8 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, სტუმრებმა პირველივე ტაიმში 30-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს - 66:36, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებიათ შეხვედრის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა. "ბრუკლინის" ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 4 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 1 დაკარგვის გარდა, თავი არაფრით გამოუჩენია.
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "ნეთსს" 31 მარცხის წილ 43 გამარჯვება დაუგროვდა და გუნდი მყარად დამკვიდრდა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე, რომლის შენარჩუნებაც რეგულარული გათამაშების ბოლომდე აღარ უნდა გაუჭირდეს, ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას მიიღებს.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მშვენიერი შანსი გაუჩნდა პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილზე დამკვიდრდეს. ეს მხოლოდ კალიფორნიელთა კარგ თამაშზე არ გახლდათ დამოკიდებული, თავის მხრივ "იუტას" უნდა დაეშვა ლაფსუსები, რაც დღეს გამთენიისას მოხდა კიდეც. "ჯაზმენებმა" საკუთარ არენაზე 17-ქულიანი სხვაობით დათმეს მატჩი "დენვერთან" (96:113) და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 საფეხურამდე დაეშვნენ.
"ნაგეთსის" შემადგენლობაში არ ყოფილა ძირითადი გამთამაშებელი ტაი ლოუსონი, რომელიც ტრავმის გამო კიდევ რამოდენიმე კვირა დააკლდება გუნდს. სასტარტოში მისი ადგილი მშვენივრად შეავსო უგამოცდილესმა ანდრე მილერმა. ჯორჯ კარლის დამოძღვრილებმა, ჩვეულ სტილში, სწრაფი კალათბურთის ხარჯზე, პირველ და მესამე მეოთხედებში აშკარად დაჩაგრეს მეტოქე და მეოთხე მეოთხედს 13-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. მასპინძლები გვიან გამოფხიზლდნენ, ელ ჯეფერსონმა და პოლ მილსეპმა გააძლიერეს ზეწოლა სამწამიან ზონაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთიც ჩააგდეს. თავის მხრივ, საშუალო დისტანციებიდან წარმატებით ისროდა გორდონ ჰეიუორდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის შემოსაბრუნებლად. ბოლო წუთებზე სტუმრებმა კიდევ ერთი გაქცევა მოაწყვეს ახალგაზრდა ფრანგი ევან ფურნიეს თაოსნობით და სეზონში 51-ე გამარჯვება მოიპოვეს (24 მარცხი), რის შედეგადაც დასავლეთში მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდნენ, ჩამოაქვეითეს რა იქიდან "ლობ სითი" (“ლოს ანჯელეს კლიპერსი”).
მშვენიერ ფორმაში იმყოფება "ნიუ იორკი" და მისი ლიდერი კარმელო ენტონი. "ნიქსმა" ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა, ამჯერად იმსხვერპლა რა გასვლაზე ტრავმებისაგან დასუსტებული "ატლანტა" - 95:82. კვლავ შეუდარებელი გახლდათ "ნიქსის" ვარსკვლავი ფორვარდი ენტონი, რომელმაც "ჰოუქსს" 40 ქულა ჩაუგდო და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში.
შეგახსენებთ, რომ მელომ წინა მატჩში მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" American Air Lines Arena-ზე 50 ქულა ჩაუგდო.
კლივლენდი - ბრუკლინი 95:113 (20:28, 16:38, 32:29, 27:18)
კლივლენდი: ირვინგი (16), ელინგტონი (5), ზილერი (14), ტომპსონი (8), ჯი (9); მაილსი (11), უოლტონი (2), სპეითსი (16), ლივინგსტონი (4), კასპი (4), ქუინი (2), გიბსონი (4)
ბრუკლინი: უილიამსი (24), ბრუქსი (27), ლოპესი (14), ევანსი (8+18მ), ბოგენსი; სტექჰაუზი (9), ჰამფრიზი (2), ბლაჩი (11), უოთსონი (12), ტელეტოვიჩი (2), ტეილორი (4), შენგელია
იუტა - დენვერი 96:113 (23:28, 28:28, 17:25, 28:32)
იუტა: მო უილიამსი (4), ფოი (7), ჯეფერსონი (16), მილსეპი (16), ჰეიუორდი (18); მარვინ უილიამსი (10), ბარქსი (8), ევანსი (2), ფეივორსი (8), ტინსლი (5), კეროლი (2)
დენვერი: იგუოდალა (10), კუფოსი (2), ფარიდი (19), გალინარი (21), მილერი (13); ბრიუერი (14), მაკგი (2), ფურნიე (18), ჩენდლერი (10), რენდოლფი (4)
ტორონტო - ვაშინგტონი 88:78 (23:24, 16:26, 29:12, 20:16)
ტორონტო: ლოური (9+13პ+8მ), დეროზანი (25), ვალანჩუნასი (24+10მ), გეი (6), ჯონსონი (9); როსი (2), ტელფეირი (2), ანდერსონი, ფილდსი (2), ეისი (8)
ვაშინგტონი: უოლი (20), ოკაფორი (17), ნენე (12), უებსტერი (4), ტემპლი; სერაფინი (4), უესლი, ბუკერი (2), არიზა (8), პრაისი (5), მარტინი (6)
შარლოტი - ფილადელფია 88:83 (19:27, 21:18, 24:16, 24:22)
შარლოტი: უოკერი (17+10პ), ჰენდერსონი (24), ბიიომბო (4), მაკრობერტსი (12), კიდ-გილკრისტი (4); ტომასი (6), გორდონი (9), უილიამსი (12), პარგო
ფილადელფია: ჰოლიდეი (5), უილკინსი (20), თ. იანგი (6), თერნერი (14), ჰოუსი (12); მოუტრი (4), რაიტი (14), აივი (2), ჰოლიდეი (2), ალენი (4)
ატლანტა - ნიუ იორკი 82:95 (18:23, 22:24, 28:21, 14:27)
ატლანტა: ტიგი (15), ჰორფორდი (9), სმიტი (10), კორვერი (25), სტივენსონი (5); მაკი (8), ტოლივერი (5), ჯონსონი (5)
ნიუ იორკი: შამპერტი (4), ჩენდლერი (2), ენტონი (40), ფელტონი (14), პრიჟიონი (6); კიდი, სმიტი (19), ნოვაკი (9), მარტინი (1)
ბოსტონი - დეტროიტი 98:93 (25:30, 29:14, 20:23, 24:26)
ბოსტონი: უილკოქსი (2), ბრედლი (11), გრინი (34), ბასი (17), პირსი (17); რენდოლფი (2), უილიამსი (2), ტერი (10), კროუფორდი (3)
დეტროიტი: ნაითი (7), სინგლერი (7), მონრო (24+17მ), სტაკი (22), დრამონდი (8); მიდლტონი (2), იერებკო (19), ვილიანუევა (4), ინგლიში
მილუოკი - მინესოტა 98:107 (23:34, 29:21, 29:32, 17:20)
მილუოკი: ჯენინგსი (13), ელისი (18), სენდერსი (11+10მ), დენიელსი (2), ილიასოვა (29+12მ); დანლივი (15), რედიკი (8), დალემბერტი (2)
მინესოტა: რიდნური (13), რუბიო (19+12პ), პეკოვიჩი (27), კირილენკო (12), უილიამსი (15); კანინგემი (8), ბადინგერი (2), ბარეა (4), შვედი (5), სტიმსმა (2)
სან ანტონიო - ორლანდო 98:84 (28:23, 23:23, 22:19, 25:19)
სან ანტონიო: დეკოლო (8), გრინი (20), ჯექსონი (2), დიაო (4), დანკანი (5); სპლიტერი (10), ჯოზეფი (8), ბეინსი (9), ნილი (16), ბონერი (9), მილსი (7)
ორლანდო: უდრიჰი (14), ნიკოლსონი (2), ჰარკლსი (18), ჰარისი (11), ვუჩევიჩი (16+14მ); მური (3), ჯონსი (12), ლემბი (8)
საკრამენტო - ჰიუსტონი 102:112 (26:27, 29:32, 28:29, 19:24)
საკრამენტო: ტომასი (12), ევანსი (22), კაზინსი (20), ტომპსონი (17+15მ), სალმონსი; ჰოუსი (2), ტორნტონი (21), აუთლო (6), პატერსონი (2)
ჰიუსტონი: ლინი (15+10პ), ჰარდენი (21), აშიქი (19+10მ), სმიტი (2), პარსონსი (29); ბევერლი (2), გარსია (3), მოტეიუნასი (7), ანდერსონი, ჯონსი (14)
პორტლენდი - მემფისი 76:94 (21:32, 25:25, 18:20, 12:17)
პორტლენდი: ლილარდი (17), მეტიუზი (12), ჰიქსონი (17), კლავერი (7), ლეონარდი (10); ფრილენდი (7), მეინორი (2), ბარტონი (2), სმიტი (2)
მემფისი: კონლი (20), ალენი (14), გასოლი (6), რენდოლფი (17), პრინსი (6); დეი (3), პოინდექსტერი (10), ბეილესი (2), დევისი (12), არტური (2), ლუერი (2)
კლიპერსი - ფინიქსი 126:101 (29:19, 28:31, 38:20, 31:31)
კლიპერსი: პოლი (15+12პ), გრინი (15), ჯორდანი (20+12მ), გრიფინი (9), ბატლერი (15); კროუფორდი (13), ოდომი (2), ჰოლინზი (7), ბლედსოუ (17), ტურიაფი (1), ბარნსი (7), უეინსი (5)
ფინიქსი: დრაგიჩი (12), ჯონსონი (20), სკოლა (10+11მ), მარკიფ მორისი (5), ტაკერი (4); დადლი (15), გარეტი (2), მარშალი (2), ონილი (18), ბისლი (13)
გოლდენ სტეიტი - ნიუ ორლეანი 98:88 (19:28, 32:14, 23:28, 24:18)
გოლდენ სტეიტი: კარი (20), ტომპსონი (8), ბოგატი (4), ლი (23+16მ), ბარნსი (10); ეზელი (2), ლენდრი (8), ჯეკი (19), გრინი (4)
ნიუ ორლეანი: გორდონი (21), ვასკესი (15), ლოპესი (17), დევისი (6), ამინუ (14); ანდერსონი (3), ანრი (1), რობერტსი (6), მილერი (5)
დასავლეთ კონფერენცია
1. | 75 | 56 | 4 | 3 | 19 | 7780:7214 | 0.747 | ||
2. | 74 | 54 | 4 | 2 | 20 | 7847:7169 | 0.730 | ||
3. | 75 | 51 | 4 | 1 | 24 | 7928:7567 | 0.680 | ||
4. | 76 | 50 | 0 | 2 | 26 | 7677:7205 | 0.658 | ||
5. | 75 | 51 | 4 | 1 | 24 | 7034:6735 | 0.680 | ||
6. | 75 | 43 | 2 | 2 | 32 | 7562:7502 | 0.573 | ||
7. | 75 | 42 | 0 | 3 | 33 | 7951:7675 | 0.560 | ||
8. | 75 | 39 | 2 | 0 | 36 | 7675:7594 | 0.520 | ||
9. | 76 | 39 | 3 | 3 | 37 | 7493:7516 | 0.513 | ||
10. | 74 | 36 | 2 | 8 | 38 | 7484:7562 | 0.486 | ||
11. | 75 | 33 | 5 | 1 | 42 | 7336:7514 | 0.440 | ||
12. | 74 | 28 | 1 | 1 | 46 | 7074:7242 | 0.378 | ||
13. | 75 | 27 | 0 | 4 | 48 | 7499:7858 | 0.360 | ||
14. | 75 | 26 | 1 | 3 | 49 | 7061:7317 | 0.347 | ||
15. | 75 | 23 | 3 | 2 | 52 | 7096:7602 | 0.307 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | 74 | 58 | 5 | 1 | 16 | 7629:7062 | 0.784 | ||
2. | 74 | 48 | 0 | 1 | 26 | 7355:7060 | 0.649 | ||
3. | 75 | 48 | 2 | 3 | 27 | 7131:6741 | 0.640 | ||
4. | 74 | 43 | 5 | 0 | 31 | 7131:7032 | 0.581 | ||
5. | 76 | 42 | 4 | 1 | 34 | 7424:7383 | 0.553 | ||
6. | 73 | 40 | 3 | 2 | 33 | 6783:6750 | 0.548 | ||
7. | 75 | 39 | 7 | 4 | 36 | 7216:7231 | 0.520 | ||
8. | 74 | 36 | 3 | 2 | 38 | 7344:7435 | 0.486 | ||
9. | 74 | 30 | 2 | 1 | 44 | 6874:7123 | 0.405 | ||
10. | 75 | 28 | 0 | 5 | 47 | 6968:7139 | 0.373 | ||
11. | 75 | 28 | 2 | 7 | 47 | 7275:7440 | 0.373 | ||
12. | 76 | 25 | 0 | 3 | 51 | 7146:7512 | 0.329 | ||
13. | 74 | 22 | 0 | 1 | 52 | 7166:7518 | 0.297 | ||
14. | 76 | 19 | 0 | 3 | 57 | 7169:7683 | 0.250 | ||
15. | 75 | 18 | 3 | 1 | 57 | 7012:7739 | 0.240 |