ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გრძელდება მორიგი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს – სოფიკო გურამიშვილი (2441) და ნინო ბაციაშვილი (2425).
ტურნირზე უკვე 6 ტური მიილია, ქართველები კი ლიდერთა შორის არ სჩანან. სოფიკოსაც და ნინოსაც 3.5-3.5 ქულა გააჩნიათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 30-ე და 32-ე ადგილებზე იმყოფებიან.
ამ დროისთვის 5.5-5.5 ქულით ინდოელი
მე-7 ტურში გურამიშვილი თეთრი ფიგურებით რუს კარინა ამბარცუმოვას (2310) ეთამაშება, ხოლო ბაციაშვილი შავებით ინდოელ კრიშნას (2304) დაუპირისპირდება.