32 წლის პუერტორიკოელი მოკრივე, ორლანდო კრუსი და მისივე თანამემამულე გამალიელ როდრიგესი, 19 აპრილს ამერიკის ქალაქ ორლანდოში ერთმანეთს რინგზე ჩემპიონის ტიტულისთვის შეერკინებიან. ამაში ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ორლანდო კრუსი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და ამას არც მალავს. ორლანდოს, თავის სპორტულ ანგარიშზე 24 ბრძოლა აქვს გამართული. აქედან 20 გამარჯვებით დაასრულა (10 ნოკაუტით), ერთი ფრედ და სამ შეხვედრაში კი დამარცხდა. თავისი ორიენტაციის აღიარება კრივის დროს რამდენად გამოადგებს - ეს ცოტა რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია რაიმე ვერაგული გეგმაც კი ჰქონდეს ჩაფიქრებული...