ჭიდაობა

14:36 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველი რეპეშაჟშია

 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში სომეხ არსენ ჯულფალაკიანთან გაფრთხილებით დამარცხდა (0:1) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, დათუნაშვილი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევსა და მექსიკელ ხუან ესკობარს შორის მოგებულს დაეჭიდება.

დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 85 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ გეგეშიძემ, ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ირანელ სამან ტაჰმასებისთან წაგებით და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, ბრინჯაოს გზა გაეხსნა.

რეპეშაჟში გეგეშიძე ნახევარფინალიდან ჩაერთვება, გერმანიის ნაკრების წევრ რამსინ აზიზსირთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი, “ბრინჯაოს ფინალში” ევროპის მოქმედ ჩემპიონს, უკრაინელ ჟან ბელენიუკს დაუპირისპირდება.

 

ვასილ მშვილდაძე

0.15104