27 ოქტომბერს, სპორტკომპლექს „არენაზე“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, “ვერცხლის ლიგის” მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტური, “ნატახტარი-2”-სა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. ფავორიტისა და ტურნირის დებიუტანტის შეხვედრა 40 წუთის მანძილზე ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0-1 დასრულდა ნატახტარის სასარგებლოდ.
უხვგოლიანი გამოდგა „ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონისა“ და საქართველოს ბანკის გუნდების დაპირისპირება. ცვალებადი ანგარიშით მიმდინარე შეხვედრა, ბანკირებმა უკეთ ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს - 4-2.
მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა „ვერცხლის ლიგის“ სპონსორის VTB ბანკის გუნდმა, რომლის მეტოქეც ტერმინალ ლილო-1-ის კოლექტივი იყო. პირველის მსგავსად, ეს მატჩიც სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ვითიბის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
ტური კი, ვერცხლის ლიგის შარშანდელი ჩემპიონის, „ბი პი ჯორჯიასა“ და გათამაშების დებიუტანტის, ქართუ ბანკის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა დამაჯერებლად იმარჯვა 5-1.
ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულა ნატახტარი-2-ს და საქართველოს ბანკს დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილს ნატახტარი-2 ლიდერობს.
ტურის დასრულების შემდეგ დასახელდა სიმბოლური ნაკრები, რომელიც ასე გამოიყურება:
ნიკოლაიშვილი (ქართუ ბანკი), ნ. მაჭავარიანი (VTB), სირაძე (საქართველოს ბანკი), კუჭუაშვილი (BP), მშვიდობაძე (ნატახტარი-2), გოგბერაშვილი (ჭიათურა)
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი გოგბერაშვილი (ჭიათურა) გახდა.
ბომბარდირები:
ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) 4 გოლი
მიშა წეველიძე (ნატახტარი-2) 3 გოლი
ლაშა მუმლაძე (ზესტაფონი) 3 გოლი
ალექსანდრე ხოჭოლავა (BP) 2 გოლი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2013-14 წ.წ. ვერცხლის ლიგა. II ტური. 27.10.2013
Georgian Manganese (ჭიათურა) - ნატახტარი-2 0-1
გოლები: (0-1) ღარიბაშვილი
G M (ჭიათურა): 1. ბადურაშვილი, 3. შეყილაძე, 4. კიკვიძე, 5. ბიწაძე, 6. რობაქიძე, 10. გოგბერაშვილი სათადარიგოები:7. შუბითიძე, 8.გაფრინდაშვილი, 9. იაკობიძე, 23. მოდებაძე
ნატახტარი-2: 16. სიხარულიძე, 10. სეფერთელაძე, 13. ხამხაძე, 4. კაპანაძე, 14. მშვიდობაძე, 9. ღარიბაშვილი სათადარიგოები: 12. გონგაძე, 26. წეველიძე, 17. ჩიტიშვილი, 77. აფაქიძე
Georgian Manganese (ზესტაფონი) - საქართველოს ბანკი 2-4
გოლები: (0-1) გოგიტიძე, (1-1) მუმლაძე , (1-2) სურგულაძე, (1-3) სარიშვილი, (2-3) მუმლაძე, (2-4) ჯოხაძე
G M (ზესტაფონი): 1. მაჭავარიანი, 9. მუმლაძე, 11. მანჯავიძე, 3. გაბრიჭიძე, 5. ყუბარაძე, 10. შარაბიძე სათადარიგოები: 2. ქათამაძე, 6. გოგლიძე, 7. ჭანტურიძე
საქართველოს ბანკი: 12.კილასონია, 5. სირაძე, 4. გვალია, 10. ცაგარეიშვილი, 13. ივანიაძე, 77. ჯოხაძე სათადარიგოები: 1. ჯალაღონია, 2. სურგულაძე, 14. გოგიტიძე, 21. კასრაძე, 99. მიქაუტაძე, 11. სარიშვილი
VTB ბანკი - ლილო-1 3-1
გოლები: (0-1) ბეტეევი, (1-1) ნ. მაჭავარიანი, (2-1) სულაძე, (3-1) დარსალია
VTB ბანკი: 1. ალადაშვილი, 2. ნ. მაჭავარიანი, 7. მაჭავარიანი, 8. ჯობავა, 9. სულაძე, 71. თევზაძე სათადარიგოები: 16. ჩიღოშვილი, 96. უსანეთაშვილი, 4. დარსალია, 6. ხაინდრავა
ლილო-1: 22. ტიტოვი, 3. ჭაფანძე, 5. კირკიტაძე, 6. ლეჟავა, 13. ბასილაშვილი, 10. ბეტეევი სათადარიგოები: 7. ჯეირანაშვილი, 4. კვინიკაძე, 9. მახარაშვილი, 11. თინიკაშვილი, 8. კოდიაშვილი
BP Georgia - ქართუ ბანკი 5-1
გოლები: (1-0) ხოჭოლავა, (2-0) კუჭუაშვილი, (2-1) მჭედლიშვილი , (3-1) გობეჯიშვილი, (4-1) ხოჭოლავა, (5-1) ცქიტიშვილი
BP Georgia : 90. ბუდაღაშვილი, 5. კუჭუაშვილი, 7. ხოჭოლავა, 10. გულარიძე, 11. გობეჯიშვილი, 13. მალაშხია სათადარიგოები: 1. ხარაძე, 2. ივანიძე, 3. გურეშიძე, 8. ხმალაძე, 40. ჯინჭარაძე, 50. ცქიტიშვილი
ქართუ ბანკი: 1. ნიკოლაიშვილი, 9. აფციაური, 10. ჩიკვილაძე, 13. ჩახვაშვილი, 11. წიკლაური, 12. ძაგნიძე სათადარიგოები: 7. მგელაძე, 14. გლუაშვილი, 15. მერაბიშვილი, 8. მჭედლიშვილი
ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით იმართება.
„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge და www.sportall.ge