ჩოგბურთი

1:19 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი მერვედფინალში

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გასულ ალექსანდრე მეტრეველს გიორგი ცივაძეც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველმა საწყის წრეში რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი 6:4, 6:3 დაამარცხა, ხოლო ცივაძემ ასევე რუს კირილ დმიტრიევს 6:4, 3:6, 6:2 სძლია.

მე-2 რაუნდში ქართველი ჩოგბურთელები ისევ რუსებს ეთამაშებიან. მეტრეველი მე-3 ნომრად განთესილ ივან ნედელკოს გაეჯიბრება, ხოლო ცივაძის მეტოქე პირველი ნომერი მიხაილ ბირიუკოვი იქნება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ყაზახი დენის იევსეევი მე-3 რეიტინგის მქონე ესტონურ-რუსულ დუეტთან (ვლადიმირ ივანოვი-ივან ნედელკო) 4:6, 6:7 (4:7) დამარცხდნენ.

0.11968