სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:46 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი მოჭადრაკე დურბანში

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა, რომელშიც 8-დან 18 წლამდე მოჭადრაკეები მონაწილეობენ. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტურნირში ქართველები ძალიან მწირად არიან ჩართულნი. გოგონებში მონაწილე საერთოდ არ გვყავს, ვაჟებში კი 2 ჩვენებური თამაშობს.

16-წლამდელთა ტურნირში გიორგი სიბაშვილს 6 ტურის თავზე 4.5 ქულა აქვს და ასამდე მონაწილეს შორის მე-11 ადგილზე იმყოფება, რეიტინგით კი, იგი მე-14 გახლავთ. ქართველმა მოჭადრაკემ 3 მოგებას 3 ყაიმი შეუნაცვლა და ერთპიროვნულ ლიდერ ჩიტამბარამ არავინდს (ინდოეთი, 2496) ქულით ჩამორჩება.

10-წლამდელებში 4.0 ქულა აქვს აქტივში ნიკოლოზ კაჭარავას, რომელსაც მე-16 პოზიცია უკავია. საინტერესოა, რომ ნიკოლოზი ყაიმს “არ სცნობს”. მან 4 პარტია მოიგო და ორში მარცხი განიცადა. ამ ასაკში 5.5 ქულით ასევე ინდოელი სარინ ნიჰალი (2018) ლიდერობს.

მსოფლიო პირველობა თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და 29 სექტემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112531