ჭიდაობა

20:44 | 30.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ევროპის ფინალში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. ხინჩეგაშვილი, რომელმაც დორტმუნდის ლეიბზე სამი შეხვედრა მოიგო, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს ჯამალ ოთარსულთანოვს დაუპირისპირდება. მარსაგიშვილსაც რუსი მეტოქე ეყოლება - ანზორ ურიშევის სახით. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდებიან, მაგრამ ამ წონებში მოჭიდავე ქართველებმა – კობა კაკალაძემ და დავით მოძმანაშვილმა სამეულში შესვლის შანსი უკვე დაკარგეს. ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა და მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც მათმა მძლეველებმა უწიეს, ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც გაქრა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.119998