ძიუდო

11:06 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს და ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ულან ბატორის გრან პრიზე ფინალში გავიდნენ. ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია.

დღეს მონღოლურ ტატამზე მამაკაცებს შორის სამ წონით კატეგორიაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით ტატამზე სამი სპორტსმენი გავიდა და სამივემ საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ღვინიაშვილი ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდება, ოქრუაშვილი – იაპონელ რიუ შიჩინოეს, მატიაშვილის მეტოქე კი მონღოლი ტემუულენ ბატულგა იქნება.

0.117294