ჭიდაობა

20:14 | 17.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ლიცენზია და ბრინჯაოების მოლოდინი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, მალხაზ ზარქუამ (60 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. ქართველები სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ.
ზარქუა გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ დაურენ ჟუმაგაზიევს დაეჭიდება, მარსაგიშვილი – ლატვიელ არმანდს ზვირბულისს.
დღესვე მედლები 96 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი გოგშელიძემ იჭიდავა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა, ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ტაიმურაზ ტიგიევთან.

ოთარ მაღლაკელიძე

0.113776