ჭიდაობა

21:34 | 6.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ორი ლევანის ორი ვერცხლი

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. უზბეკეთის მთავარქალაქ ტაშკენტში ჩატარებული ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს – ექვს ნოემბერს საქმეში 4 ქართველი ჩაერთო და კვარცხლბეკზე 2 მათგანი ავიდა. ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ) და ლევან წიკლაურს (82 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და საბოლოოდ, ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ნახუცრიშვილმა ბელარუს დმიტრი ბაზილევთან წააგო, ხოლო წიკლაურმა – რუს რაის რახმატულინთან.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 57 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით მოჭიდავე ავთანდილ ცინცაძე და მირიან პავლიაშვილი კი სამეულს მიღმა დარჩნენ.
შეგახსენებთ, ხუთ ნოემბერს დავით სვიმონიშვილმა (62 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მინდია ბოდაველმა (90 ლგ) და ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოები.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.10951