ჭიდაობა

16:03 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფინალი

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრები ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. 

დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 5 წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ხუთივე წონაში ჰყავდა და დილის პროგრამა წაუგებლად სწორედ ჭიკაიძემ და პატარიძემ ჩაამთავრეს.

ნიკოლოზ ჭიკაიძემ ფინალის გზაზე ხორვატი ნენად იოტანოვიჩი, შვედი ვირგილ ალექსანდერ ბიკა, გერმანიის ნაკრების წევრი ანდრეჟ კუროჩკინი და ფინელი ტონი ტაპიო ოჯალა ჩამოიცილა და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სომეხ არმან ბაღდასარიანს დაუპირისპირდება. პატარიძემ კი ბერძენ იოანის სიდიროპულოსს, ავსტრიელ ფლორიან მატს და ბელარუს არსენ სიჩო ბოპემბეს მოუგო და ფინალში რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეისთან შეხვედრა ელის.

დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე თორნიკე მელაძე (46 კგ), დავით მარკოიძე (54 კგ) და გურამ ხეცურიანიც (76 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობა დილის ბლოკშივე დაასრულეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები კი თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

0.108323