ამერიკელი მსახიობი, ჯინა ლინი, ჯინა-ლიზა ჰოფინკი არ გეგონოთ. მართალია, ამ ორ ქალს სახელის გარდა, სხვა ბევრი რამაც აკავშირებთ, მაგრამ, სულს სხვადასხვა ადამიანები არიან. თუმცა, მათ შორის მრავალი მსგავსებაც იმდენად თვალშისაცემია, რომ ძნელია ეს არ შეამჩნიო და არ აღნიშნო.
ჯინა-ლიზა გერმანელი ფოტომოდელია და “შტუტგარტის“ ფეხბურთელებზე ნადირობს. ჯინა ლინი კი, ამერიკელი პორნო-ვარსკვლავი გახლავთ და გერმანელი სეხნიას მსგავსად, საყვარლად მანაც სპორტსმენი, “ფლორიდას“ ჰოკეისტი, სკოტ აპშოლი აირჩია.
სკოტის და ჯინას ურთიერთობა, პორნო-გოგონას ქმართან განშორებად დაუჯდა. ჯინას ქმარმა კი იცოდა, რომ მისი ცოლი გადასაღებ მოედანზე ფრთებსა (და არამხოლოდ ფრთებს) რომ შლიდა, მაგრამ “სექსოდრომის“ გარეთ, ცოლი მისი ერთგული ეგონა. თუმცა, ვაი რომ ჯინა ლინიმ, თავისი ვერ მოიშალა. ასე რომ, ახლა ჯინა-ლინიცა და ჯინა ჰოფინკიც სპორტსმენებთან კოტრიალობენ და რამე რომ იყოს, “ფლანგზეც გაიხსნებიან“...