თამაშგარე

14:55 | 6.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ორი ჩემპიონის ქორწინებას საშველი არ დაადგა

ვერა და ვერ დაადგა საშველი, პოპულარული ამერიკელი ბეისბოლისტის, ბრედ პენის დაქორწინებას. ბრედს უკვე წელიწადზე მეტია, რაც ოფიციალური საცოლე ჰყავს, მაგრამ სპორტსმენის ცხოვრების ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემები ერთმანეთს მიება და იძულებული გახდა, საკუთარი ქორწილი (რომელიც კარიბის ზღვის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე უნდა გამართულიყო), მინიმუმ, გაზაფხულამდე გადაედო.
ბრედ პენის რჩეული, შეერთებულ შტატებში ცნობილი მოცეკვავე, კარინა სმირნოფია, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - დანიელა და ლულუ ჰყავს. დაქორწინებული, თავის დროზე, ბრედიც იყო, მაგრამ ჯერ შვილი არ ჰყავს და თურმე დღენიადაგ შვილის დაბადების ოცნებაშია, რასაც ჟურნალისტებთან საუბარშიც არ მალავს.
კარინა სმირნოფი რიგითი მოცეკვავე არ გეგონოთ. ეს ქალი თავის საქმროზე არანაკლებ ცნობილი ფიგურა ყოფილა. იგი სამეჯლისო ცეკვებში ამერიკის შეერთებული შტატების ხუთგზის ჩემპიონი გახლავთ და ამ საქმეში დღემდე აქტიურადაა ჩართული. შესაბამისად, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრედისა და კარინას შვილები ჭეშმარიტად სპორტულ ოჯახში გაიზრდებიან.
 

0.194897