დანიის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მეორედ დამარცხდა “ორჰუსი”, სადაც მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი გამოდიან.
მე-9 ტურში, “ორჰუსი” თავის მოედანზე “ვეილეს” დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. სტუმრებიდან, მატჩის 27-ე წუთზე გოლი კრისტიან სივებეკმა გაიტანა. მასპინძლებში ქართველთაგან მხოლოდ ვაწაძემ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.