დანიაში წინასასეზონო მინი-ტურნირი გაიმართა 6 გუნდს შორის. თითო მატჩი 45 წუთს გრძელდებოდა. "ორჰუსი" ფინალში გავიდა და პენალტების სერიაში წააგო "ვაილესთან" (0:0, 1:4 პენ). მანმადე, ქართველების გუნდმა "სილკებორგს" 1:0 სძლია, ხოლო "ფრემადთან" 0:0 ითამაშა.
ტურნირზე ითამაშეს მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ, თუმცა გოლი არ გაუტანიათ. სხირტლაძემ საგოლე პასი გააკეთა "სილკებორგთან". რაც შეეხება დავით დევდარიანს, მას არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მომაწილეობა.
დევდარიანმა "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ მცირე ტრავმა აწუხებს: კუნთი სტკივა და ამიტომაც არ იყო მოედანზე, თუმცა სერიოზული არაფერია და წესით, მომდევნო შეხვედრაში უნდა ითამაშოს.